LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები – თეოდორე გიგნაძე

მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები – თეოდორე გიგნაძე

დაპოსტა 2020/03/24-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები შემოიღეს და შესაძლოა, კიდევ შემოიღონ. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები.

“მოგეხსენებათ, რომ განსაცდელი კვლავ მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეკლესიაც კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეკლესიაზე, ხელისუფლებასთან, ჩვენს ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენთვის და მთელი ერისთვის ვიყოთ გამტარი ცოცხალი ღმერთის ღვთაებრივი ენერგიებისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა და მთელი ერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში. ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურგიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურგიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იგივე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის კვირასაც. გარდა ამისა, გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში – როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს. ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, ვიდრე ეს განსაცდელია და ვიდრე ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს. იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან”, – ნათქვამია დეკანოზის მიმართვაში, რომელსაც ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით ავრცელებს.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბაღდათში – დაღუპულია შუა ხნის მამაკაცი

by მეგა TV
ივლისი 14, 2025
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ტრაგედია ბაღდათში - დაღუპულია შუა ხნის მამაკაცი. შუახნის მამაკაცი, საკუთარ სახლში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ,,ინფო ბაღდათის" ინფორმაციით შემთხვევა გუშინ საღამოს  მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

by მეგა TV
ივლისი 13, 2025
0
რუსულენოვანი წირვა სვეტიცხოველში (+ვიდეო)
მთავარი

13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.   „თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

“ჩაკიდე ხელი და სამოთხეში შენთან წაიყვანე ის შენ შვილებზე ზრუნავდა”

by მეგა TV
ივლისი 13, 2025
0
“ჩაკიდე ხელი და სამოთხეში შენთან წაიყვანე ის შენ შვილებზე ზრუნავდა”
მთავარი

გარდაიცვალა ბარბარე ბეჭვაია, გოგონა რომელიც შოშიების დაღუპული დედის მეგობარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით ბარბარეს ცეკვის დროს გული გაუჩერდა. ,,გული ძალიან მტკივა Barbare Betchvaia 😢😢 შენთან სიკვდილს რაუნდოდა 💔 თავი სიზმარში მგონია😢😔😔...

დაწვრილებითDetails

,,ბარბარე ცეკვით შეეგება სიკვდილს” -ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა

by მეგა TV
ივლისი 13, 2025
0
,,ბარბარე ცეკვით შეეგება სიკვდილს” -ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა
მთავარი

სულის შემძვრელია ტრაგედია, რომელის შესახებაც ინფორმაციამ არა მხოლოდ მარტვილელები შეძრა და დაამწუხრა: ,,ბარბარე ცეკვით შეეგება სიკვდილს" -წერს ოთო დანელია. ,,რამდენიმე წლის წინ მარტვილში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" დაიდგა,რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება პატრიარქის დალოცვა

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას ავრცელებს, რომელშიც პატრიარქი უახლოესი დღეების დღესასწაულებზე და იმ სიწმინდეებზე წერს, რომლებიც საქართველოშია დაცული. „განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ...

დაწვრილებითDetails

“ვერანაირად ვერ გახდა ქართველი” – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

იცით, რომ ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და როგორც ჩანს, ვერანაირად ვერ გახდა ქართველი. აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ მას არ აქვს ქართული გონი,...

დაწვრილებითDetails

“ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის”-შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ესაა უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ მიიჩნევს და დაბალ ღობედ თვლის - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე,- ამის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
იწვევს თუ არა უშვილობას პლასტმასი? – ახალი კვლევა
მთავარი

რატომ არ უნდა დალიოთ პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი: 1. ქიმიური ნაერთები – როდესაც წყალი პლასტმასის ბოთლშია შენახული და განსაკუთრებით ცხელ ამინდში, გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნებელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე...

დაწვრილებითDetails

რისი მანიშნებელია სახლში პეპელას შემოფრენა

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
რისი მანიშნებელია სახლში პეპელას შემოფრენა
მთავარი

პეპელა, როგორც სიმბოლო, ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურადღებას. სხვადასხვა კულტურაში ის არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს, არამედ სულების მნიშვნელოვან შეტყობინებებსაც. სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ნიშნები ასოცირდება პეპლებთან, როდის არის მათი გამოჩენა...

დაწვრილებითDetails

რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი

by მეგა TV
ივლისი 12, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის – გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას. მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"