LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.” – „კოალიცია თანასწორობისთვის“ თამთა თოდაძის საქმეზე

დაპოსტა 2019/10/08-ში
136
ნახვა
გაზიარება

“გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.” – „კოალიცია თანასწორობისთვის“ თამთა თოდაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

“მეგა ტვ” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

2019 წლის 4 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟრიტარი წევრი ილია ჯიშკარიანი, გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა მისივე ბიუროს თანამშრომელს, თამთა თოდაძეს. თამთა თოდაძისგან უარის მიღების შემდეგ, ილია ჯიშკარიანი მის დამორჩილებას შეეცადა და ფიზიკურად იძალადა. მედიაში გავრცელებულ ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს, თავდაცვის მიზნით მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო მას პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც.[1]

დაზარალებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ არ იძიებენ საქმეს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მალევე აცნობა პოლიციას, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით (შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათში), ოფისის დალაგების შემდეგ ჩატარდა.[2] საქმეზე ილია ჯიშკარიანის გამოკითხვაც ასევე დაგვიანებით მოხდა. პროკურატურას თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. სტატუსის გარეშე კი ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს. ცხადია, ყველა ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საუბარს ყოველთვის თან სდევს სტიგმა. მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე პატრიარქალური ლოგიკა ისევ ქალს აკისრებს პასუხისმგებლობას და მის დადანაშაულებას ცდილობს. თამთა თოდაძის მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე საჯაროდ ლაპარაკი, არსებითად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკების გამოვლენის, კრიტიკისა და მსხვერპლების მხარდაჭერისთვის. მსხვერპლი ქალის, ისედაც მოწყვლადი, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო უმოქმედობას და გულგრილობას იჩენს. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქმეზე ეფექტიანი, სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. გამოძიება არ უნდა ტოვებდეს მიკერძოებულობის აღქმას საზოგადოებაში. თამთა თოდაძის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდო ბრალდებულ ჩინოვნიკს მართლმსაჯულების სისტემამ სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს და არ შეიწყნაროს ძალადობა.

მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, დავით ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა.[3] ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკაზე იყოს აქცენტირებული. ქალებზე ძალადობის მიმართ ხელისუფლების რბილი და შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ახალისებს ძალადობას და ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

ამასთან, არსებითია, თამთა თოდაძის საქმის მედიაში გაშუქების დროს, ჟურნალისტებმა არ მოახდინონ მსხვერპლის მეორადი ვიქტიმიზაცია და მისთვის ღირსების შემლახავი და დამაზიანებელი კითხვების დასმა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი.

მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი.” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თეგები: თამთა თოდაძეილია ჯიშკარიანისექსუალური ძალადობაძალადობა
გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
75
მთავარი

17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
347
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

დეკემბერი 9, 2025
83
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.7k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს”- კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
53
მთავარი

თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
81
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

” საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს” – კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
19
მთავარი

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!”- გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერი 9, 2025
13
მთავარი

მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

დეკემბერი 9, 2025
23
მთავარი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2025 წლის რეიტინგი განაახლა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერია. ქართველმა სპორტსმენმა 5751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».