LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ინვესტირების საკითხზე იმერეთის გუბერნატორი შეხვედრას უკრაინაში გამართავს

“მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება”

დაპოსტა 2020/03/13-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელთან ტატო ლილუაშვილთან ერთად, მცირე და საშუალო სასტუმროების ხელმძღვანელებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. გეგმა გულისხმობს ღონისძიებების გატარებას, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება.

„კერძოდ: 1. ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი. 2. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას. 3. იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს: სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ. საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე). შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში. 4. გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს) 5. გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას.

ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. 6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა.

შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით, აღსანიშნავია, რომ მთავრობა უკვე მუშაობას საბანკო რეგულაციების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რაც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის. ასევე, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება. ასევე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია იმართება ქუთაისში

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანები, რომელბიც დაბადებიდან გამარჯვებულები არიან

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის – იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს – აზრი არ აქვს. ასე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ: მორიელი მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"