ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია 36 წლის მამაკაცი, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. აღენიშნებოდა პოლიტრავმები, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, პაციენტი კომაშია. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია. გამოძახებულია რეფერალური სამსახური“ , – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.