LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ მედიაგარემო გაჯანსაღდეს“- კახა ბექაური

„მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ მედიაგარემო გაჯანსაღდეს“- კახა ბექაური

დაპოსტა 2025/06/20-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება
„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.
„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია.  ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, მთავარია მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა.   არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ.  ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ.  მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ,“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.
კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერ-ჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა, ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.
„სხვათა შორის „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად შედგა სამუშაო შეხვედრა, სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს – ემანუელ მაკრონი

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულზე_ემანუელ მაკრონი
მთავარი

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. „ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი...

დაწვრილებითDetails

“შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები” – მეუფე შიო გელათზე

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

დღეს, გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო....

დაწვრილებითDetails

ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
მთავარი

გურამ შეროზიას ოჯახში ტრაგედია მოხდა. მას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს. „არ მჯერა, ამას რომ ვწერ მამა წავიდა, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ალალი და პატიოსანი კაცი, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი – “ყვარყვარე თუთაბერი” მესხიშვილის თეატრის სცენაზე

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი – “ყვარყვარე თუთაბერი” მესხიშვილის თეატრის სცენაზე
მთავარი

საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" გრძელდება. მესხიშვილის თეატრმა ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებამ უკვდავი სპექტაკლი, „ყვარყვარე თუთაბერი“ განახლებული ელემენტებით იხილა. მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი - ეს ყველაფერი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც...

დაწვრილებითDetails

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?
მთავარი

ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე...

დაწვრილებითDetails

ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა
მთავარი

ბლომანჟე ძალიან მარტივი ფრანგული დესერტია, რომელიც მოხარშულ კრემს წააგავს. ბლომანჟეს მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა ინგრედიენტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნება და მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ეს დესერტი პუდინგს წააგავს, თუმცა გაცილებით...

დაწვრილებითDetails

თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
მთავარი

24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) ივლისი შენგან მოთმინებას მოითხოვს. ოჯახური თემები აქტიურდება, შესაძლოა გადასახლებაზე ან სახლის განახლებაზე იფიქრო. სიყვარული: მეტი ემოცია და სითბო გჭირდება. ძველი წყენები ან წარსული კავშირები კვლავ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"