საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს. 23% – ძალიან ცუდად, 28% – უფრო ცუდად, ვიდრე კარგად.
კვლევის მიხედვით, 38% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მოსახლეობის 7%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის.
ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.