სამოქალაქო ორგანიზაცია “შეცვალეს” აქცია ფახულანი-საბერიოს საოკუპაციო ხაზთან. აქტივისტები ამბობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია, რუსმა ოკუპანტებმა მათ ყველა გადმოსასვლელი გზა ჩაუკეტეს. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებასაც ადანაშაულებენ
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებლების თქმით, ე.წ. საზღვარი პანდემიის მიზეზით, ქართულ მხარეს აქვს ჩაკეტილი. მათივე თქმით, გალის, ოჩამჩირეს და სოხუმის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკვები პროდუქტები ზუგდიდის მაღაზიებიდან შეჰქონდათ, ახლა კი ქართული მხარე მათ არ ატარებთ პროდუქტების საყიდლად.
მოსახლეობა ფქვილსა და მედიკამენტებს ითხოვს. განათლების გარეშე რჩებიან მოსწავლეები, რომლებიც სამეგრელოს სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.
მოძრაობა “შეცვალე” საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროსა და ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანოს და გზა გახსნას.