საქართველოში იმუნიზაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალია – სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მსგავსი დინამიკა შენარჩუნდება, გეგმა – წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრის შესახებ ჩაიშლება.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, ძალიან მალე გვავიწყდება წარსული რა მძიმე მდგომარეობაში იყო აგვისტოს თვეში ქვეყანა. თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე ახლა არის იმაზე დამოკიდებული რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინირებული,”- აცხადებს ბულეიშვილი.