გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
უწყების თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.