ხატია სიდამონიძე სოციალურ ქსელში პირად ისტორიას აქვეყნებს, რომელიც თბილისში დღისით შეემთხვა.
,,ჰოდა, გუშინ, დაალოებით 18:45-ზე, მივდივარ ჩემთვის ფეხით, სადაცაა თამარაშვილიდან ავუხვევდი ვაკისკენ.
უცებ ვიღაც ტიპი მხარზე მხვევს ხელს და თან მიჭერს. შევხედე, მეთქი ვინაა. მეკითხება რას დებო.
რას მეკითხებით, ვინ ხართთქო. რას დებმეთქიო, მეკითხება ჩუმად, მარა ძააან მკაცრად, კბილებში ცრის სიტყვებს.
ხელი გამიშვი ახლავეთქო.
პოლიციელი ხარო? საიდან მოიტანე, არათქო. კიდევ მკითხა, არა და ხელი გამიშვი ახლავეთქო. მე ვარ პოლიციიდან, ტელეფონი მომეციო.
მოკლედ მეჭიდავა, ცდილიბდა ტელეფონი გამოერთმია და თან თვალებს აკვესებდა. რაღაცნაირად მოვახერხე და ხელიდან გავუსხლტი, გადავვარდი პირდაპირ ტრასაზე და ვითხოვდი შველას. ეს *ლე მომდევდა და მე არავინ მიჩერებდა, არავინ.
ბოლოს, წინ გადავუდექი მანქანას და როგორც კი გააჩერა, ჩავუხტი სინათლის სიჩქარით და ჩქარა წადითქო ვუყვიროდი.
ის ტიპი ფანჯარაზე უბრახუნებდა ხელს – გააჩერეო, მოკლედ გავშორდი იქაურობას.
როგორც კი დაძრა მანქანა, პირველი რაც ვუთხარი 2-ჯერ ვარ აცრილითქო და ნუ ბოდიშები ვუხადე, რო დავურღვიე სიმშვიდე.
ჰოდა, რისი თქმა მინდა. მეგონა, რომ ასეთ დროს ვინმეს ძვლებში დავამტვრევდი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან მშიშარა ვყოფილვარ, ხმა მიკანკალებდა, გული მიფრიალებდა, ხელებიც, ფეხებიც, მუცელიც, ტფუი…”-წერს ხატია სიდამონიძე და როგორც კომენტარებით ირკვევა ადამიანებმა და განსაკუთრებით ქალებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ხატია წერს, რომ პოლიციას უკვე მიმართა და მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას ასევე გაავრცელებს.