მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაარეგისტრირა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
სანდუ პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ სახელით იყრის კენჭს. მანამდე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სოციალისტების“ პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო დაარეგისტრირა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. სანდუ ქვეყანას 2020 წლის დეკემბრიდან მართავს.