“მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის” | თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
არის მსხვერპლი-უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საარტილერიო იერიშებით, დონეცკის ოლქის ქალაქები, ჩასივ იარი და ტორეცკი დაბომბეს. როგორც ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. "რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩასივ იარი და ტორეცკი. ქალაქ...