LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას

მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას

დაპოსტა 2019/11/15-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

როცა კუნთებით იწყება ბრძოლა, ზარალდება სახელმწიფო-განაცხადა გია ხუხაშვილმა, როგორც ამას ინტერპრესნიუსი წერს.

„ვინ მოერევა, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელი მოკიდეს და რინგზე შეაგდეს, იჭიდავეო უთხრეს და რა უნდა ქნას პოლიტიკურმა ელიტამ? ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არამგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს, ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დატოვა ხელისუფლებამ. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა. დადო საჯარო პირობა და ადგა და საკუთარი წინადადება ჩააგო. ის, რომ ჯოხი ბერაიაზე გადავტეხოთ, არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ეთიკას ფასი დაუკარგა. მან თქვა, რომ ყველაფერი „მოსულა“, შემიძლია ნებისმიერი რამ შეგპირდეთ, შემდეგ არ გავაკეთო და ის ვირეშმაკული თამაში, რომ მაჟორიტარების გამო მოხდა და თვითონ ძალიან წუხს, ამის არავის სჯერა! ფაქტობრივად, ეს ფორმდება ასე, რომ იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ყველაფერზე წამსვლელია, ეს არის პრობლემა. მისი სიტყვის ფასი არის უკვე ნული. დახშულ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ვერ ხვდება ვერაფერს ან თუ ხვდება და ამას აკეთებს, ეს არის აბსოლუტური ცინიზმი. ის ფიქრობს, რომ ამ საზოგადოებას რასაც მინდა იმას „შევაჭმევ“. ვეტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხლით შევაჭმევ. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის…   ზოგადად არ ვარ ქუჩით რაღაც საკითხების გადაწყვეტის მომხრე, მაგრამ დღეს მე სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, კონსენსუსის ძიებისთვის ვერ ვხედავ. შენ რომ მოლაპარაკებებზე დაჯდე, ხომ უნდა ენდო მეორე მხარეს?! ხელისუფალმა, ერთმა ადამიანმა შეიყვანა ქვეყანა აბსოლუტურ პოლიტიკურ ჩიხში, დაუკარგა სიტყვას ფასი. ანუ ფაქტობრივად რომც მოიძებნოს ფორმულა, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვეს თავის სიტყვას, აღარ არის სანდო რაზე უნდა ესაუბრო. მე არ მინდა რომ ქუჩით გადაწყდეს პრობლემები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტის ფორმულას ვერ ვხედავ, შემიძლია ვიფიქრო, რომ ტემპერატურა ისე არ გახურდეს, რომ კონტროლიდან გამოვიდეს“, , – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება საზოგადოებაზე ფიქრობს, რომ გამოვლენ, დაიღლებიან და წავლენ, მისი გაკარება ძალაუფლებასთან სახიფათოა.

თეგები: არჩევნებიივანიშვილიპროტესტიხუხაშვილი
გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი
მთავარი

უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო...

დაწვრილებითDetails

“უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

” გისამძიმრებთ ყველას! ” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

„ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „ისღა...

დაწვრილებითDetails

“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

დღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა
მთავარი

2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ამონარიდები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან * * * იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის...

დაწვრილებითDetails

18 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში უმეტესად განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში ზოგან წვიმა, მაღალმთაში...

დაწვრილებითDetails

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირდებათ.     კურო   მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"