გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული 22 წლის ნიკო კვარაცხელია, გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს. გია კვარაცხელია ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ – პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა „მონათლეს“.
კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც სტამბულში ცხოვრობს.
ცნობილია, რომ ფარფალიას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა „კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან.