ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ხუხაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, ყოფილი პრემიერის, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ღარიბაშვილის მხრიდან გახარიას “მხილებაში” იყო ერთი საინტერესო პასაჟი. როდესაც მან გახარია ღალატში ამხილა, დაიმოწმა ბიძინა (როგორც პარტიის დამფუძნებელმა თქვა).
მისი მარტივი გონება ამით ჩვენ გვეუბნება, რომ ამის თქმაზე ბიძინასგან ნებართვა მაქვს მიღებულიო.
ბიძინას ეუბნება, რომ შენ რომ თქვი, მეც გავიმეორე, როგორც ყველაფერი სხვაო.
გახარიას კი ეუბნება, რომ მე რა ვქნა, ბიძინამ დამავალაო…
მოკლედ, ძალიან ნიჭიერია ეს ბიჭი…”, – წერს გია ხუხაშვილი.