თალიბებს უკრაინული თვითმფრინავი არ გაუტაცებიათ და გავრცელებული ინფორმაციაც ზუსტი არ არის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩართული თვითმფრინავები უკრაინაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
საერთო ჯამში, მათ სამი რეისი განახორციელეს და 256 ადამიანი გამოიყვანეს.
ნიკოლენკომ დასძინა, რომ ვითარება ქაბულის აეროპორტში “ქაოსთან ახლოს არის”, ბევრი ეძებს ნებიესმიერ შესაძლებლობას, რომ ავღანეთი დატოვოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა კი განაცხადა.
“ჩვენი თვითმფრინავი სხვა ადამიანებმა გაიტაცეს.
წინა სამშაბათს ფაქტობრივად თვითმფრინავი მოგვპარეს – უკრაინელების გაყვანის ნაცვლად, ის მგზავრების უცნობი ჯგუფით ირანში გაფრინდა”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გამტაცებლები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.
ამასთან, მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, როგორ დასრულდა ინციდენტი.