თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდამ, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, არასწორი საგზაო მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც ტრაილერის მძღოლმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და ველოსიპედისტს დაეჯახა.
ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაციას report.ge ავრცელებს.