მოზამბიკაში, სატვირთო ავტომობილის კონტეინერში 64 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, – ამ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი „დოიჩე ველე“-ზე დაყრდნობით ავრცელება.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილებთან ერთად, 14 ცოცხალი ადამიანიც იყო, რომლებიც საავადმოფოებში არიან გადაყვანილები. მიგრანტების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ასპიქსიაა.
ადგილობრივი საემიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ კონტეინერზე მყოფი 78-ვე ადამიანი ეთიოპიელი მიგრანტი იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკაში აპირებდნენ გადასვლას.
სატვირთო ავტომობილი ტეტეს პროვინციის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერეს.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული : სატვირთოს მძღოლი და შუამავალი, რომელმაც მას მიგრანტების გადაყვანა სთხოვა და სანაცვლოდ 500 აშშ დოლარი შესთავაზა.