ქუთაისში, ოპოზიციის ღონისძიებაზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგენის დროს, ოპოზიციის საერთო კანდიდატებს ხატია დეკანოიძესა და ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, მათ სუს-ის დავალებით, თავს ქართული მარშის წარმომადგენლები დაესხნენ, ღონისძიებაზე არეულობის მოწყობა სცადეს და პოლიტიკოსებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“სუს-ის დავალებით ქართული მარშის წარმომადგენლები იმისთვის მოვიდნენ, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ. ძალიან აგრესიული ტონით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო, რომ მათ სათანადო პასუხი მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობისგან. პირდაპირ სუს-ის დავალებით, გვერდზე დაბურულშუშებიანი მანქანები ელოდებოდათ და იმ მანქანიდან გადმოვიდნენ ზუსტად,- თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიცისს წარმომადგენლებს თავს ესხმიან. გუშინ, 21 სექტემბერს, დმანისში, სოფელ განთიადში ენმ-ს დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.