ხათუნა ჟორდანიამ, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, გადაცემა “სხვა ნანუკაში” განაცხადა, რომ მისი მეუღლე ცოტა გულნატკენია, რადგან სათანადო ყურადღებას ვერასდროს აქცევდა.
ხათუნა ამბობს, რომ ახლა გადაწყვიტა, მთელი დრო მეუღლეს დაუთმოს.
“ჩემს ოჯახურ ზრუნვაში, ყველაზე მეტი ყურადღება და ალბათ სიყვარულიც, ზურას მოვაკელი და მინდა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება ზურას მივუძღვნა. ცოტა გულნატკენიც არის… ვინაიდან, არის ჩემი ქმარი და მან ყველაფერი უნდა გამიგოს, მთელი ცხოვრება, რაც მას გავყევი, არის, რომ ნინის ვჭირდები, ჩემ ძმას ვჭირდები, ჩემ ძმისშვილებს ვჭირდები და ა.შ. ეს არასდროს მთავრდებოდა. ზურა ელოდებოდა თავის რიგს და მოვიდა ეს რიგიც, რა თქმა უნდა, თუ არ დავაგვიანე”, – ამბობს ხათუნა ჟორდანია