LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

დაპოსტა 2025/11/15-ში
A A
196
ნახვა
გაზიარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

„შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

ვინც ეს ჩაიდინა რა დედამ გაგზარდათ – ქუთაისში კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ვინც ეს ჩაიდინა რა დედამ გაგზარდათ – ქუთაისში კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვნება კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დააახლოებით ორი კვირის წინ აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. "ქ.ქუთაიში გამიტეხეს მაგაზია, გაიტანეს ენრაოდენოთ ყვავილები და სათამაშოები ვარ საბითუმო წარმოიდგინეთ რამდენი საფასურის ტავარი გაიტანეს,მაგაზია...

დაწვრილებითDetails

ვაზისუბანში ხანძარი იყო

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა, რა დროსაც მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა
მთავარი

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. განკარგულებას ხელი კობახიძემ უკვე მოაწერა. “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5° მუხლის, მე-7 მუხლის 2! პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა საქართველოს მთავრობის სახელით. “საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს...

დაწვრილებითDetails

გაფრთხილება მძღოლებს – ჯარიმები კვლავ გაიზარდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მთავარი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხუხაშვილი გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული. უწყებაში არ განმარტავენ, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით არის ხუხაშვილი დაბარებული გამოკითხვაზე.

დაწვრილებითDetails

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ხე-ტყის შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
სამეგრელოში უკანონო ხე-ტყის შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში უკანონო ხე-ტყის შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა. უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული 7 კუბური მეტრამდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარი მოქალაქეებს სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული. შედგა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"