“მკაცრად გავაკონტროლებ თითოეულ სამუშაოს და დაწუნებულ პროექტებს უკან დავაბრუნებ” – ამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის საჯარო სკოლების დირექტორებთან და სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სამუშაო შეხვედრაზე მერმა, სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოები დაუწუნა, მათ მკაცრად ესაუბრა და დაწუნებული სამუშაოების სრულყოფილად და ხარისხიანათ დასრულება მოსთხოვა:
“მართალია პრიორიტეტული იყო სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიჩქარის გამო უხარისხოდ გაკეთებული პროექტები ჩაგვაბაროთ, ამიტომ ძაან მკაცრად გავაკონტროლებ თითოეულ სამუშაოს და დაწუნებულ პროექტებს უკან დავაბრუნებ და მოვითხოვ ხარისხიანად და სრულყოფილად სამუშაოების დასრულებას”. – განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.
მერმა სამტრედიის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება და თითოეულ კომპანიას მკაცრად მაქსიმალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული სამუშაოები სრულყოფილად და ეფექტურად იქნეს შესრულებული.