BBC -ის ცნობით ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში
724 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 2 800 ადამიანი. უცნობია დაკარგულების ზუსტი რაოდენობა. რაც შეეხება მიწისძვრის ეპიცენტრს, ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო.
ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძამ, "პირველებს" უთხრა, შემთხვევა სეკაკში, გუშინ მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად...









