ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყობა, თამარ მეფის ქუჩაზე სკვერი სანაყინე და საბავშვო ატრაქციები განთავსდება, 29-ე საბავშვო ბაღისთვის შენობა გამოიყოფა – ამ საკუთხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.
”ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებებიდან, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო N29 ბაღის მშენებლობის საკითხი, წლების განმავლობაში ქალაქ-მუზეუმის მოსახლეობა ითხოვდა ბაღისთვის ფუნქციონირებადი შენობის გამოყოფას, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ბავშვებისთვის შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის თანამედროვე გარემო.
მოქალაქეთა კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭრის მიზნით, დღესვე, ჩვენ დავამტკიცეთ ცვლილებები საინვესტიციო ნუსხაში.
მიღებული გადაწყვეტილებით ი.ჭავჭავაძის და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ ლოკაციაზე კომერციული სივრცის მოწყობასთან ერთად, იღებს მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლისა და აღდგენის ვალდებულებას, ისე რომ მოქლაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და 24 საათის განავლობაში ის იფუნქციონირებს უსაფრთხოების ყველა წესის, მათ შორის განათებების და ვიდეო კონტროლის, დაცვით.
აგრეთვე თამარ მეფის ქუჩის N9 -თან მდებარე სკვერი შვიდი თვის ვადით გაიცა იჯარის წესით, მნიშვნელოვანია რომ მიღებული გადაწყვეტილებით სკვერის ფუნქცია და სტატუსი არ შეიცვლება, ასევე არ მოხდება რაიმე სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ნებართვა შეეხება მხოლოდ მოძრავი სანაყინეს და საბავშვო ატრაქციის მოწყობას, რაც მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებითაც.” -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.