მიტოპოლიტმა იოანე გამრეკელმა რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში ბოლო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია II-სთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა. როგორც მან მრევლთან გამომშვიდობებისას აღნიშნა, პატრიარქმა მას ფნანსური დახმარება გაუწია, რაც მისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო პრობლემა, მაშინ სტიქარში ვიყავი, არც ვიყავი ხელდასმული, ოჯახური პრობლემა მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც არ მქონდა. მივედი პატრიარქს ვთხოვე, რომ ხვალ ან ზეგ ეს თანხა უნდა მივიტანო და არა მაქვს, დამეხმარეთ მეთქი. ხელფასი მქონდა საპატრიარქოში, იქიდან დამიკავეთ და დავაბრუნებ თქო. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. რომ გადმომცა, ვუთხარი, უწმინდესო, მე დავაბრუნებ ამ ფულს და მან მითხრა, შენთან რომ გაჭირვებული მოვა და დაეხმარები, მაშინ დაიწყებ ამ ვალის გადახდასო. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის, რომელიც პატრიარქმა ჩამიტარა, – განაცხადა მეუფე იოანემ.
„მერე კიდევ სრულიად მოულოდნელად არაერთხელ მიწყალობა. მე გამიკვირდა, რატომ, რისთვის. მე ერთი ხომ არ ვიყავი, რამდენს წყალობდა პატრიარქი და დღესაც რამდენს მოუთმინა, შეუნდო და სანაცვლოდ რას ღებულობს, იმ ჯილდოს, რაც ქრისტემ მიიღო. იმ ადამიანებისგან ჯვარი, ვისაც სიკეთე გაუკეთა. მაგრამ უფალმა თქვა, მიუტევე, არ იციან რას აკეთებენ და ასე ამბობს პატრიარქიც, – განაცხადა მეუფემ.