იტალიაში, ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი ნატო სოხაძე დაიკარგა. მას უკვე ერთი კვირაა ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთოსიხარულიძე ავრცელებს.
„დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში ნატო სოხაძე ნაპოლში. ის 1 კვირის წინ სასწრაფომ პორტიჩელის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ვინაიდან და რადგანაც ამდენი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა ოჯახთან გაჩნდა ეჭვი თუ, სად იყო ქართველი ემიგრანტი და რა მდგომარეობაში… ვიმეორებ ოჯახს უთხრეს, რომ პორტიჩელის საავადმყოფოშიო, თუმცა როგორც ირკვევა არავინ არ შემოუყვანიათ ეგეთიო უთხრეს შვილს… და მისი კვალიც ქრება…
ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად დედა მაპოვნინეთ გემუდარებით დაეკონტაქტეთ ბატონ შოთო სიხარულიძეს. გვეშინია კარგად რომ იყოს ვინმეს ხომ დაეკონტაქტებოდა… მის მდგომარეობას ვერ ვიგებ… გთხოვთ, გააზიაროთ იქნებ ვინმეს გეცნობათ ეს ქალბატონი და ნახეთ სადმე,“ – წერს შოთო სიხარულიძე.