მისი დაავადების წყარო წნობილია და ეპიდემიუოლოგები მუშაობენ მის კონტაქტებზე – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ საბინაო სამსახურის თანამშრომლის ინფიცირების საკითხზე განუცხადა.
მისი თქმით აღნიშნული სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება:
“ქუთაისის მერიის თანამშრომელს, 2 ოქტომბერს დაუდასტურდა კოვიდ19. ინფიცირების წყარო არის ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტი, შესაბამისად მისი დაავადების წყარო წნობილია და ეპიდემიუოლოგები მუშაობენ მის კონტაქტებზე. ეს კვლევები თითქმის დასრულებულია და იდენტიფიცირებული პირები უკვე იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება მერიაში მის კონტაქტებს, ის დისტანციურად მუშაობდა და შემხებლობა არ ჰქონია მერიის არც ერთ თანამშრომელთან.
პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე ჩვენ საბინაო სამსახურის ყველა, ათამდე თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტესტირება, დამატებით კიდევ დაველოდები სხვა რეკომენდაიცებს. ” – განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ.