ნათია თურნავა და ლევან ადეიშვილი რიონის ხეობის მცველებს შეხვდებიან. ამის შესახებ ცაგერში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხის განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი.
მინისტრები დღეს ხეობაში თავად ჩავლენ და ჰესის მოწინააღმდეგეებს ადგილზე გაესაუბრებიან.
როგორც ცნობილია ცაგერში დღეს გამართულ შეხვედრას რიონის ხეობის მცველები არ ესწრებოდნენ, რადგან თავდაპირველად ცნობილი იყო რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო და დამსწრეებს გადაღების საშუალება არ ექნებოდათ, შეხვედრაზე არ დაიშვებოდნენ არც ჟურნალისტები. სწორედ ეს ფორმატი იყო მიუღებელი ჰესის მოწინააღმდეგეებისათვის. მოგვიანებით, როდესაც ცაგერის კულტურის სახლში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მივიდა, მან განაცხადა რომ, პროტოკოლი მათ ხელში იყო და შეხვედრა საჯაროდ გადააკეთა.
ცაგერში ჩატარებულმა შეკრებად კრიტიკული კითხვებისა და კამათის ფონზე ჩაიარა. ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რომ შესაძლოა თურქულ კომპანიასა და სახელწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება გადაიხედოს.