ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ, მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიალი გაქურდეს – ინფორმაციას ,,ინფოიმერეთი” ავრცელებს. წაღებულია პროდუქტი.
არსებული ინფორმაციით, ფილიალი დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა მფლობელებს დილით მინები ჩამსხვრეული დახვდათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.