მიკროავტობუსი, რომელსაც შშმ ბავშვები დღის ცენტრში გადაჰყავდა ამობრუნდა. გორი-სკრის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ადგილობრივები წყლის მილის დაზიანებას ასახელებენ, რომლისგანაც წყალი საავტომობილო გზაზე იღვრებოდა. მილი რამდენიმე თვის წინ გასკდა. სწორედ გზის ეს მონაკვეთი იყო მოყინული, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. შემთხვევა გორი-სკრის გზაზე მოხდა.
მანქანაში მყოფი სხვა მგზავრები, მათ შორის – 11 წლის მოზარდი, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.