მივმართავთ მთავრობას დაარეგულირონ საწვავის ფასი – მძღოლები ქუთაისში აქციას გამართავენ.
ისინი ფასების ზრდას 27 თებერვალს, 13:00 საათზე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გააპროტესტებენ.
როგორც, მძღოლები ამბობენ საწვავზე ფასმა 20 თეთრით მოიმატა.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მთავრობას მიმართონ ნებისმიერ ხერხს, საწვავზე ფასის შესამცირებლად.
„შაბათს, 27 თებერვალს 13:00 საათზე ქუთაისშო ვმართავთ საპროტესტო აქციას საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ამ პერიოდში, როდესაც პანდემია არის და ხალხმა დაკარგა სამსახურები საწვავზე ფასის ზრდა არის კატეგორიულად მიუღებელი, ბოლო ორი კვირის მანძილზე ფასმა 14-20 თეთრით მოიმატა, მივმართავთ მთავრობას მიიღონ შესაბამისი ზომები და დაარეგულირონ საწვავის ფასი”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი, გიორგი ლოლაძე.
არსებული ინფორმაციით, საწვავზე ფასის ზრდას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააპროტესტებენ.