LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ ცხელი ხაზით ეს საკმაოდ აამაღლებს ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას” – სახალხო დამცველი

“მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ ცხელი ხაზით ეს საკმაოდ აამაღლებს ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას” – სახალხო დამცველი

დაპოსტა 2019/08/07-ში
A A
52
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში.

სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე; ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას; გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ასევე, უფლებათა და თავისუფლებათა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური (ტელეფონების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ.) თუ სხვა, ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ისე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას.” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: პატიმარისახალხო დამცველიცხელი ხაზი
გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს - ბოლო სამი დღის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნებმა სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს

by მეგა TV
ივნისი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი – რა მოხდა რუსთავში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც საქართველოში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა – რა კითხვები აქვთ ქალის წინააღმდეგ ამერიკაში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს­თან (FBI) ორ­მხრი­ვი...

დაწვრილებითDetails

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა
მთავარი

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა 40 წლის კაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მკვლელობა რუსთავში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარეჯის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზა, ცივი იარაღით 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შსს-ს ცნობით. არასრულწლოვანი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

2025 წელს კორუფციულ საქმეებში მხილებულთა შორის 13 მაღალი თანამდებობის პირი იყო – გენერალური პროკურორი

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევები – TI განახლებულ სიას აქვეყნებს
მთავარი

2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ...

დაწვრილებითDetails

2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა655 პირის მიმართ დაიწყო – გიორგი გვარაკიძე

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"