ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლის ინტერვიუს ეხმაურება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი შემაშფოთებელია.
ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის განცხადებაში.
8 მარტს ტელეკომპანია „სიბიესმა“ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში მეგან მარკლი სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.










