გადასვლა შინაარსზე
ახლახან
ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყოცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავამიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენესქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვესპროკურატურა ინფომარაციას ავრცელებსდღეს შობის მარხვა დაიწყო
ორშაბათი, 30 ნოემბერი
12+
გაზიარება
მთავარი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში მოათავსეს

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა.

როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

„ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა). გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, – წერს მელაძე.

ინფორმაციისთვის, საუბარია ჟურნალისტის მიერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ჩაწერაზე, რომელსაც თავის მხრივ, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

რას ფიქრობ ამ ამბავზე?

შემდეგი სტატიასავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა