„მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.








