LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

დაპოსტა 2025/01/18-ში
87
ნახვა
გაზიარება

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

რომელიც სპეციალირ საგამოძიებო სამსახურისგან დროულ გამოძიებასა და  ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის სამსახურეობრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეუჩერდეს მოითხოვს.

“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ,,ბათუმელებისა” და ,,ნეთგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობელის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან.

 

საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობელისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

 

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.” – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქე შეუერთდეს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

შშმ ქალთა ალიანსი

სოლიდარობის თემი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საორსა

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა – ლოცვა

ნოემბერი 12, 2025
15
მთავარი

13 ნოემბერს ქართული მართლადიდებელი ეკლესია ახსენებს ასი ათას მოწამეს. რომელნიც მე-13 საუკუნეში, 1227 წელს ეწამნენ თბილისს ხვარაზმელთაგან. ხვარაზმელთა სულთანმა ჯალალედინმა თბილისი აქაური მოღალატე სპარსელების დახმარებით აიღო. მაშინ მოოხრდა და მიწასთან...

დაწვრილებითDetails

სოფელ საბირქენდში მანქანის საბარგულში ცხედარი იპოვეს

ნოემბერი 12, 2025
304
Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
მთავარი

სოფელ საბირქენდში, მანქანის საბარგულში ცხედარი აღმოაჩინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში, ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული პირის ცხედარი იპოვეს. მოკლული თურქეთის მოქალაქეა. წყარო რეგიონ NEWS-ს უყვება: "ღამით პოლიცილები მუშაობდნენ ადგილზე, ტყეში მანქანა...

დაწვრილებითDetails

„ძალიან დააკლდები ქალაქს…“ – ზოია წიკლაური გარდაიცვალა

ნოემბერი 12, 2025
24
მთავარი

ფერადი ქალბატონი, ზოია წიკლაური, რომელსაც გამორჩეული ჩაცმულობის გამო მთელი თბილისი იცნობდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: „არ მინდა წარსულში ვისაუბრო შენზე. ძალიან დააკლდები ქალაქს. როგორ უხდებოდი თბილისის ქუჩებს… უფალმა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, დასვენების დღეები პირველ სემესტრში

ნოემბერი 12, 2025
48
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერი დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ იწყება. იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ: 23 ნოემბერი - გიორგობა 7...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში ორი ადამიანის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 12, 2025
37
მთავარი

პოლონეთში, ქალაქ ბელსკო-ბიალაში, ორი ადამიანის ცემის ფაქტზე საქართველოს 23 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, ქართველი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პოლონური...

დაწვრილებითDetails

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ნახეთ, ვის გაუმართლებს ამ კვირაში

ნოემბერი 12, 2025
37
მთავარი

ვერძი ვერძებო, ეს კვირა მოტივაციისა და თვითდამტკიცების პერიოდი იქნება. სამსახურში შეიძლება მოულოდნელი დავალება მიიღოთ, რომელიც თქვენი ლიდერული თვისებების დემონსტრირებას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ემოციური გულახდილობა. კურო...

დაწვრილებითDetails

ვის რამდენით ეზრდება პენსია

ნოემბერი 12, 2025
250
მთავარი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით. „კერძოდ, ამ ზრდის ფარგლებში: 70 წლის და მეტი...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ნოემბერი 12, 2025
82
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად...

დაწვრილებითDetails

ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

ნოემბერი 12, 2025
1.3k
მთავარი

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი...

დაწვრილებითDetails

Green Card-ის გათამაშება გადაიდო – რა არის ცნობილი

ნოემბერი 12, 2025
136
მთავარი

აშშ -ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის - Green Card-ის, იგივე „მწვანე ბარათის“ გათამაშების თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველაფერი წესისამებრ რომ მომხდარიყო, ლატარიაში რეგისტრაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».