ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ციხე დატოვა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან თანამოაზრეები, ახლობლები და ჟურნალისტები დახვდნენ.
მან ვრცელი და ემოციური განცხადება გააკეთა, თუმცა არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ პარტიაში გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.
ყოფილმა პრემიერმა უპირველესად, დიდი მადლობა გადაუხადა მათ ვინც ამ წლების მანძილზე გულშემატკივრობდა და ასევე აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია ყვეყნის ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის და რომ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება. ,,მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება შეიცვლება” _ განაცხადა ვანო მეტაბიშვილმა.
სასჯელაღსრულების დაწესებულება ვანო მერაბიშვილმა დღეს, 19 თებარვალს, დილის 10 საათზე დატოვა. სამარტოო საკანში მან 6 წელი და ცხრა თვე გაატარა.