“მხოლოდ ფაქტები – სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს – წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს – სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს.”-წერს გიორგი კეკელიძე . იგი სალომე კენჭიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ქუთაისში ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაფუძნდა
ქუთაისში ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაფუძნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზლი ავრცელებს. ,,ბრძოლის დროს სიჩუმე საფრთხეა! და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ბრძოლას სიტყვით - სიტყვით, რომელიც...










