ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს.
“ჩავარდნილა უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი აერერაფერი”, – წერს გოდოლაძე.
თბილისში განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება.