LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია – პროფკავშირები

დაპოსტა 2020/11/25-ში
170
ნახვა
გაზიარება

მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს. მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები.

„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

„გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19 თან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, „ერთობა-2013″-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, სადაც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დავაყენეთ საკითხი თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის, მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში.

გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა, მცირედი დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას, რისი საშიშროებაც რეალურად დგას, აშკარად აჯობებდა. ამ სქემით, მეტროს მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეების, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ასე შემდეგ, რაც რეალურად შესაძლებელი იყო,“- ნათქვამია მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის განცხადებაში.

მათი განმარტებით, ეს წინადადება უყურადღებოდ დარჩა, გარდა ამისა არ ხდებოდა თანამშრომლებისთვის PCR ტესტის ჩატარება, რის შედეგადაც, იყო შემთხვევები, როდესაც ინფიცირებული მემანქანეები სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ.

„მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი ანუ სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და “ჯანმრთელი” თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ.

გასულ კვირას კი „ერთობა 2013″-ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ჰქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს.

ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ, დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს. ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიღებულ იქნას მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა რამდენიმე ხნით შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის ასე უკონტროლო გავრცელება,“- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი

იანვარი 7, 2026
1.1k
მთავარი

78 წლის ასაკში კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მისი ძმის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.  ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987...

დაწვრილებითDetails

“მოლოტოვის კოქტეილი“ კოცონზე დაწვის სიმბოლიზმია, ეს ნამდვილად პროევროპულია” – შალვა პაპუაშვილი აქციებზე დაკავებულებზე

იანვარი 7, 2026
35
მთავარი

მნიშვნელოვანია, ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოჰყვეს - ვისაც იმის სითამამე ჰყოფნის, რომ დანაშაული ჩაიდინოს, იმის სითამამეც ეყოს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოს! მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე დამნაშავეებთან გვაქვს და სწორედ ამის თქმა არ...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა” – პაპუაშვილი

იანვარი 7, 2026
32
მთავარი

დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მალე დადგება დრო,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის პასუხი გიგა ავალიანის დედას

იანვარი 7, 2026
2.1k
მთავარი

პროკურატურა, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავ უწყებას ჰქონდა და აქვს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ საქმეზე. „საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
509
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს. დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს. "ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
182
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 7, 2026
54
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო...

დაწვრილებითDetails

ვითარება საავტომობილო გზებზე

იანვარი 7, 2026
102
მთავარი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დაწვრილებითDetails

„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
138
მთავარი

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართავს. „ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ახალ წელს და გთავაზობთ ჩემს რჩევებს, რასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. საახალწლო...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
38
მთავარი

საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მიმართავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. აქვე განვმარტავთ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».