მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია. მიზეზი „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაა.
არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც მძევალი ჰყავს აყვანილი.
შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.