საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა.
,,1989 წლის 13 ოქტომბერი არც “ელვარე” ყოფილა, არც “ლომფერი”. ჩვენთვის ეს ფრთებჩამოყრილი დღეა” – სწორედ ამ სიტყვებით გამოეხმაურა მერაბ კოსტავას გარდაცვალების თარიღს, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/konstantine.gamsakhurdia/posts/10222229663428513
გაცნობებთ:
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.