მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა.
დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა.
ქართველი მებრძოლი დღევანდელი მონაცემებით 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა
მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო