“ჩვენი აცრების გეგმა მიყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში, პრემიერმინიტრი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია, და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად.
იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ასი ცნობადი სახის აცრამ, და რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია, ქვეყანა მაინც ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. მაგრამ როგორც ხედავთ, რისკი ყველგან არის”.