სენაკში “არქიმედეს” კლინიკა დაიხურა. მიზეზი კლინიკის პაციენტების და მედპერსონალის კოვიდით დაინფიცირებაა. პირველადი ინფორმაციით პაციენტი, რომელსაც საავადმყოფოში შეყვანის დროს ტესტირება სწრაფი ტესტით ჩაუტარდა ვირუსი არ დაუდასტურდა ,შესაბამისად მისი იზოლირება არ მოხდა, რაც სხვა იქ მყოფი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი გახდა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ვირუსი კლინიკაში დაინფიცირებული ექთნისგან გავრცელდა.
კლინიკაში კი უარყოფენ ვირუსის პერსონალისგან გავრცელების შესაძლებლობას.