LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მედგიდს” პოლიტიკასთან, რომელიმე პარტიასთან, ან რომელიმე პოლიტიკოსთან, არანაირი კვეთა არ აქვს!-სოფო ჯაფარიძე

დაპოსტა 2021/08/26-ში
50
ნახვა
გაზიარება

“მედგიდის” დამფუძნებელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო ძვირფასებო!

ჩემი პოლიტიკური შეხედულება და პარტიული კუთვნილება, ყველასთვის ცნობილია! 

ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ცხადია, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია მიჭირავს!

მე თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან გადავიკვეთე ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ უფრო დიდი ბერკეტი მქონდეს თქვენი და ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რადგან გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ! 

რაც შეეხება “მედგიდს”, ადამიანების რაღაც ნაწილი მას პოლიტიკასთან აასოცირებს და ამის გამო კრიტიკულად უყურებს – ეს სრული აბსურდია!

“მედგიდს” პოლიტიკასთან, რომელიმე პარტიასთან, ან რომელიმე პოლიტიკოსთან, არანაირი კვეთა არ აქვს!

მე, როგორც მედგიდის დამფუძნებელი, ისევე როგორც ყველა მედგიდელი, უანგაროდ ვაკეთებ(თ) ყველაფერს, თქვენ დასახმარებლად თუ გადასარჩენად და ასე გაგრძელდება ყოველთვის.

“მედგიდის” ცილისწამება ჩემთვის დაუშვებელია.

ჩემთვის/ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს რასობრივ კუთვნილებას, ეროვნებას, სარწმუნოებას და პოლიტიკურ მრწამსს! 

როდესაც ადამიანი ითხოვს დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვისი მომხრე ან მოწინინააღმდეგეა ის?!

“ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ბევრი მიმდევარისათვის გაგვიწოდებია დახმარების ხელი, ისე, რომ არც კი დავინტერესებულვართ მათი პოლიტიკური შეხედულებებით!

ჩემი და “მედგიდის” მთავარი ამოცანა ყველანაირი რესურსის მაქსიმალური გამოყენებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის(!) და კეთილდღეობისთვის იქნება აუცილებელი!

“კორონასთან ომის” პირობებში, ვფიქრობ, რომ არ არის დრო ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დაყოფის – უმჯობესია გავერთიანდეთ, ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ და ერთად ვიბრძოლოთ საკუთარი და სხვისი სიცოცხლისთვის!

ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები მტრებად არ და ვერ გვაქცევს, ვიყოფით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვები, რომელიც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისკენაა მიმართული.

მე, სოფო ჯაფარიძე, ჯანდაცვის სფეროში ვარ და ვიქნები წარმოდგენილი. 

ვფიქრობ, რომ მაქვს ლეგიტიმური უფლება არ მომწონდეს ის, რა რეალობაც ჯანდაცვის სისტემას, უფრო სწორად სრულიად ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უდგას ჩვენს ქვეყანაში – ჩვენი პოპულაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამდენ ადამიანს ვკარგავდეთ ყოველდღიურად, გაუმართავი მმართველობის გამო.

ამრიგად, ყველას(!) ვისაც დახმარება გჭირდებათ, გახსოვდეთ: “მედგიდი” – ჩემთვის, შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის!

ჩვენთვის თქვენი ყველას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერთნაირად ძვირფასია!”, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურის პასუხი გიგა ავალიანის დედას

იანვარი 7, 2026
247
მთავარი

პროკურატურა, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცავ უწყებას ჰქონდა და აქვს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ საქმეზე. „საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
326
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს. დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია და პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს. "ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
101
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა და 3 პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 7, 2026
13
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო...

დაწვრილებითDetails

ვითარება საავტომობილო გზებზე

იანვარი 7, 2026
73
მთავარი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დაწვრილებითDetails

„ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს“ – ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
81
მთავარი

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართავს. „ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ახალ წელს და გთავაზობთ ჩემს რჩევებს, რასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. საახალწლო...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 7, 2026
10
მთავარი

საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მიმართავს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი. აქვე განვმარტავთ,...

დაწვრილებითDetails

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

იანვარი 7, 2026
12
მთავარი

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე

იანვარი 7, 2026
21
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:   ,,საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 6, 2026
133
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».