ქვემო ფონიჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ორი არასრულწლოვანი მაშველებმა გამოიყვანეს – ინფორმაციას „პრაიმტაიმი” ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებმა გამოიძახეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ბავშვები ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარებამ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი ამ წუთებში ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები უტარდბა.
ბავშვი უგონო მდგომარეობაში იმყოფება და მის გადარჩენას ცდილობენ.
primetime.ge