ამერიკულ ავიაკომპანია Alaska Airlines-ს ერთ-ერთი მგზავრის მობილურ ტელეფონს ცეცხლი გაუჩნდა.
Alaska Airlines-ის წარმომადგენელმა, რეი ლეინმა განაცხადა, რომ მგზავრის ტელეფონი “გადახურდა და აალდა” მას შემდეგ, რაც ნიუ ორლეანიდან დაგეგმილი რეისი აეროპორტში დაახლოებით საღამოს 20:30 საათზე დაეშვა და მგზავრების ჩამოსვლას ელოდებოდა.
დაკვამლიანების გამო ეკიპაჟის წევრებმა მგზავრებისთვის ავარიული კიბე გამოიყენეს.
აეროპორტის ტერმინალში 129 მგზავრი გადაიყვანეს, აქედან ორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა