მახინჯო და გაუნათლებელო – მერიაში დასაქმებულმა ტელეკომპანიის “მეგა ტვ” და რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.
მას შემდეგ რაც ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მოქალაქემ დახმარების თხოვნით მიმართა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მფლობელი ცდილობდა ღობის აშენებას, ჟურნალისტები ადგილზე სიტუაციის გასარკვევად გავიდნენ. იმის გამო, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ვერ თუ არ გაატარა ქმედითი ღონისძიება, რათა მშენებლობა წარმოებულიყო პროექტის შესაბამისად, მოქალაქეს საქმეში ჟურნალისტების ჩართვა გადაწყვიტა.
ადგილზე მისულ ჟურნალისტეს სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შესრულებული დახვდათ. როდესაც ოპერატორი მშენებლობას იღებდა, სასტუმროს სავარაუდო მფლობელები აგრესიული ფორმით მათ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტს კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. როგორც აღმოჩნდა სასტუმროს სავარაუდო მფლობელის შვილი, ნანო კიკნაძე ქუთაისის მერიის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარ ოპერატორია.