“ეს რა უქნიათ ქუაბავაზაკებს “კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი” ძამას ხეობაში, ყინწვისის მონასტერთან ახლოს. შატო გააკეთეს ძამას ხეობის გავლენიანმა სულიერმა ძმებმა, მაღლა საბილიარდო, დაბლა -საუნები.
” – წერს სოციალურ ქსელში რუსუდან ნიკურაძე და ფოტოს ავრცელებს.
კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისის მონასტრის მახლობლად, მაღლობზე მდებარეობს. იგი XXI საუკუნეში აგებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. აქ ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.
“კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი და მასთან არსებული მამათა მონასტერი ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს, მაღლობზე მდებარეობს. მთებში ჩაფლული ტაძარი გზიდან თვალსაჩინოა. სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად – კიდევ ორი ავაზაკი.. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდა. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ყველა დაცემულს და ავაზაკს თავისკენ მოუხმობს – მოვიდეს და მუხლი მოიყაროს უფლის წინაშე.” – წერდა 2014 წელს karibche.ambebi.ge